მთავარი გვერდი

 

 პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრიპიკიგთავაზობთ

 

ფსიქოლოგიურ დახმარებას:

ჩვენი მუშაობის ფორმაა ფსიქოლოგიური კონსულტირება. ფსიქოლოგიური კონსულტირების დროს ხდება  სიტუაციური პრობლემების  მოგვარება (პირადი, ოჯახური,  სამსახურეობრივი და ა.შ.). ასეთი  პრობლემები  პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელ ადამიანს უჩნდება, ის გააზრებულია და ანალიზს ექვემდებარება. კონსულტირება ორიენტირებულია ადამიანის  პიროვნულ ზრდაზე, მის სულიერ და პროფესიულ განვითარებაზე.

ინდივიდუალური შეხვედრების გარდა, ცენტრში პერიოდულად მუშაობს ფსიქოთერაპიული ჯგუფი. ეს არის თერაპიის ფორმა, სადაც წამყვანის ხელმძღვანელობით ჯგუფის წევრების შერჩევა ხდება ასაკის, სქესის, ან თემატიკის მიხედვით. ადამიანს საშუალება ეძლევა საკუთარ პრობლემას სხვისი თვალით შეხედოს და შეცვალოს მანამდე არსებული სტერეოტიპული ქცევები. ფსიქოლოგი თავად გაგიწევთ რეკომენდაციას, კონკრეტულ შემთხვევაში თერაპიის რა ფორმაა უფრო მისაღები. ხანდახან  კლიენტი ერთმანეთს უთავსებს ინდივიდუალურ კონსულტირებას და ჯგუფურ თერაპიას.

ასევე „პიკი“ გთავაზობთ ფსიქოთერაპიულ  კურსს. ეს არის პროცესი, რომელიც  კლიენტს ეხმარება გადაჭრას არა სიტუაციური, არამედ ღრმა შინაგანი პრობლემები და  წინააღმდეგობები, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაცნობიერ დონეზეა. კონსულტირებისგან განსხვავებით, ფსიქოთერაპია დროში გახანგძლივებულია და ხშირად რამდენიმე თვეს გრძელდება.

      ცენტრში  შეგიძლიათ ისარგებლოთ  ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურებით. აქაც შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრები.   

 

გარდა ამისა, მუშაობს სკოლისთვის მზაობის დიაგნოსტიკის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დაადგინოთ, რამდენად მზადაა თქვენი შვილი სკოლისთვის.  ტესტირება  საინტერესო და სახალისო ფორმით ტარდება. თქვენ შეიტყობთ, რამდენად კარგად აქვს განვითარებული ბავშვს მეხსიერება, მეტყველება, ინსტრუქციით მოქმედების, ლოგიკური აზროვნების, გარემოში ორიენტაციის და ადაპტაციის უნარი. ტესტირების შედეგები და ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაცია წერილობითი ფორმით გადმოგეცემათ.

კორპორატიულ კონსულტირებას

ამ სერვისით სარგებლობენ  ორგანიზაციები,  რომელთაც სურვილი აქვთ გააუმჯობესონ უნარ-ჩვევები მმართველობით სფეროში, პერსონალთან მუშაობაში და კლიენტებთან ურთერთობაში. ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ ტრენინგ–კურსში „კლიენტებთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები“.

ცენტრი „პიკი“ სევე გთავაზობთ თქვენი  პროდუქციის რეკლამირებას  ე.წ. „ვირუსული მარკეტინგის“  ტექნიკის გამოყენებით. ეს ტექნიკა კლიენტთან უშუალო ურთიერთობაზეა აგებული და დღეისათვის მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ მიმდინარეობას. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

 

ჩვენს ვებ–გვერდზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო on-line კონსულტირებით. დარეგისტრირდით და მიყევით ინსტრუქციას. თქვენს შეკითხვებს პასუხი გაეცემა 24 საათის მანძილზე. 

 

დაგვიკავშირდით. ჩვენ დაგეხმარებით ცვლილებების განხორციელებაში.

თბილისი, ბარნოვის 71

790 246 777

595 28 60 40

www.piki.ge

www.facebook.com/centerPIKI

  

 

My Great Web page <iframe> </body> </html>

 

 

 

© პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი პიკი