ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები

იცით თუ არა რომ ქალების 84% ზედმეტი საკვების მიღებას ემოციური დაძაბულობის დროს იწყებს. აქ შედის ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემები, ყოფითი უსიამოვნებები დაუკმაყოფილება;

72%–ს მადა ეზრდება გემრიელი საჭმლის დანახვისას;

32%– ს ხელს უწყობს ალკოჰოლი;

20% – ჭარბ საკვებს იღებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ;

12% –ისთვის მიზეზია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები (მაგ.მენსტრუაციის პერიოდი).

სიმსუქნისკენ მიდრეიკილი ადამიანები განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტიპს განეკუთნებიან და, როგორც წესი,ჭარბ წონასაც სწორედ პიროვნული თვისებები განაპირობებს. ფსიქოლოგთა აზრით, ეს თვისებებია დაბალითვითშეფასება, სუსტი თვითკონტროლი, აკვიატებული ქცევები, ემოციური არამდგრადობა, სასოწარკვეთა და სხვ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ე. წ. ფსიქოსომატური მიზეზები, როცა ჭარბი წონა დამცავ ფარად იქცევა ხოლმე.სიმსუქნე „ეხმარება“ ასეთ ადამიანებს თავი დაიცვან კონტაქტებისგან, საპირისპირო სქესთან ურთიერთობებისგან და ამ სირთულეებს სხვა ახსნა მოუძებნონ („აბა, მე ვის მოვეწონები...“).

არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ტბილეულისმოყვარულ ქალებს ემოციური სითბოს ნაკლებობა აქვთ და ა.შ. ამიტომ ჭარბ წონასთან საბრძოლველად მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის ხოლმე, საჭიროა პიროვნებისთვითშეფასების შეცვლა. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ჭარბი წონა და მისი პიროვნული თვისებები ერთმანეთთანკავშირშია. უნდა შეიცვალოს, ზოგადად, კვებისადმი დამოკიდებულება, რის შემდეგაც, დაბალკალორიული დიეტააღიქმული იქნება არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც ერთადერთი დაშვებული კვების რაციონი. „ფსიქოლოგიური დიეტის“ ძირითადი იდეაა საჭმლის რაოდენობის, ხარისხის და კვების ტემპის ნორმალურ დონეზედაყვანა. კვებას თან უნდა ახლდეს კმაყოფილების შეგრძნება.

კმაყოფილების მისაღებად კი საჭირო არ არის დიდირაოდენობის საკვების მიღება, სამარისია მისი დეგუსტირება. გემოს შეგრძნება, ცალეული კომპონენტების გამოყოფადა სიამოვნების მიღება გემრიელი საჭმლისგან შუძლებელია დიდი რაოდენობის საკვების მიღებისას და სწრაფიგადამუშავების დროს. გარდა ამისა, დეგუსტაციისას ძღომის შეგრძნება მალე მოდის. რატომ ხდება ასე?

გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები შიმშილის დაკმაყოფილების შეგრძნებას პირველი იძლევა.ამ დროსორგანიზმში იკლებს ე.წ. „შიმშილის“ ჰორმონის გამოყოფა. საჭმლის გემო, ტექსტურა და სუნი თავისმომხიბვლელობას კარგავს და საჭმელი აღარ გვეჩვენება ისეთი მიმზიდველი, როგორც თავიდან. მთავარია ეს მომენტიარ გამოგვეპაროს და ჭამა დროულად შევწყვიტოთ. მაძღარ ადამიანს საჭმელი აღარ იზიდავს. აქედან დასკვნა - უნდავჭამოთ მაშინ, როცა გვშია და არა მაშინ, როცა „ჭამის დრო მოვა“, როცა არ ვიცით, რა ვაკეტოთ, ან სხვებს ვუწევთანგარიშს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კვებისადმი დამოკიდებულება ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული აქვთ. ქალებს მეტად უჭირთ უარის თქმა ზედმეტ საკვებზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკუთარი ჯანმრთელობის გარდა მომავალთაობაზეც აგებენ პასუხს.

სტრესული სიტუაცია არავისთვისაა უცხო. მაგრამ ხანდახან ეს მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება და ადამიანი იძულებულია გამოსავალი იპოვოს. სტრესთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: სპეციფიკური და არასპეციფიკური.

კარგია, თუ შეგიძლია სტრერსს ე.წ. სპეციფიკური მეთოდით ებრძოლო – ანუ მოხსნა მისი გამომწვევი მიზეზები. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. როცა ადამიანი თავად ვეღარ აგვარებს პრობლემას, მას სპეციალისტები ეხმარებიან (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები).

რაც შეეხება არასპეციფიკურ მეთოდებს, მათ რიცხვში შედის ე.წ. „უსარგებლო შოპინგი“, რაც ბევრი და უსარგებლო ნივთის შეძენაში გამოიხატება; გარემოს მკვეთრი გამოცვლა, იგივე სიტუაციიდან გაქცევა; საკვების და, უმეტესად ტკბილეულის უკონტროლოდ მირთმევა და ა.შ. თუ ამ ჩამონათვალში საკუთარი პრობლემაც აღმოაჩინეთ, ამაში სამარცხვინო არაფერია, როგორც ვთქვით, ეს არის არასპეციფიკური პასუხი სტრესზე და ამ ფორმას ბევრი მიმართავს.

დღევანდელ სტატიაში სწორედ სტრესთან ბრძოლის ერთ–ერთ არასპეციფიკურ ფორმაზე – ჭარბი საკვების მიღებაზე ვისაუბრებთ.

ცნობილია რომ ქალების 84% ფსიქოემოციურ დაძაბულობაზე ზრდმეტი კვებით რეაგირებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ სტრესის დროს არავინ იღებს დიეტურ საკებს. ამ დროს მაინც და მაინც „აკრძალული ხილი გვიზიდავს“– ცხიმიანი, მაღალკალორიული სადილები, ტკბილეული– კრემიანი ნამცხვრები, ნაყინი და შოკოლადები. აკრძალულის ჭამა კი დანაშაულის განცდას ბადებს. გარდა ამისა, ნერვული დაძაბულობის დროს იცვლება კვების რაოდენობაც, ხარისხიც და ტემპიც. თითქოს სულერთია, რას ჭამ და რამდენს. რაც მთავარია ამ დროს მყარად გჯერა, რომ ეს „ბოლო ჭამაა“ და ხვალიდან, როცა ყველაფერი დამთავრდება, დიეტაზე გადახვალ. ამიტომ დღეს მაქსიმალურად ცდილობ სიამოვნება მიიღო. ყველაზე გავრცელებული ფრაზაა „ორშაბათიდან დიეტაზე გადავდივარ“. ეს ფრაზა ქცევის ლოგიკას აღწერს, რომელსაც თანამედროვე ფსიქოლოგიაში კოგნიტური ქცევა უწოდეს. ჩვენ შემთხვევაში კოგნიტური ქცევის ასეთი ფორმა გვაქვს – ხვალიდან აღარ ვჭამ, ე.ი. დღეს შემიძლია ყველაფერი მივირთვა, ტკბილიც, ცხიმიანიც და საერთოდ ყველაფერი, რაც გამიხარდება.

პრობლემაა ისაა, რომ ეს ხვალინდელი დღე და ორშაბათი აღარ დგება. საბოლოოდ ერთი დიდი შეკრული წრე გამოგვდის – ვნერვიულობ და ჭამას ვიწყებ, ვჭამ და ისევ ვნერვიულობ, რომ ბევრი მომივიდა და ა.შ. ჩნდება კვებითი დამოკიდებულება, რომელსაც თან ახლავს დანაშაულის განცდა და იმის მაგივრად, რომ სტრესის მიზეზს ვებრძოლოთ, გამოგვდის თვითგვემა– საკუთარი თავის დასჯა ცუდი განწყობით და ზედმეტი წონით. ირღვევა კავშირი საკვებსა და სიამოვნებას შორის (ჭამა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს), პრობლემა კი, რომელმაც სტრესი წარმოშვა, პრობლემადვე რჩება. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სტრესს მხოლოდ ნეგატიური შინაარსი არა აქვს.

                                                                                                

არსებობს სტრესი, რომელიც სასიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული – მიღწევებთან, წასრმატებებთან, მოულოდნელ სიხარულთან. ამ მოვლენების აღნიშვნა და „დასველება(როგორც ამ ბოლო დროს უწოდებენ)“ კი ძალიან გვიყვარს. ხშირად სწორედ ასეთი პოზიტიური ემოციები განგვაწყობს ჭარბი საკვების მიღებისკენ.

 

თქვენ როგორ იქცევით სტრესულ სიტუაციაში? ნაცნობი თემაა განწყობის გამოკეთება ტკბილეულით?

 

My Great Web page <iframe> </body> </html>

 

 

 

© პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი პიკი