სერვისები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია


ეს არის ხანმოკლე ფსიქოლოგიური დახმარების ფორმა ( ერთიდან მაქსიმუმ ათ შეხვედრამდე), რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე და ემოციური სტაბილურობის მიღწევაზე. ფსიქოლოგიური კონსულტაციის საჭიროება, ფსიქოანალიზის, ფსიქოკორექციის, ფსიქოთერაპიის და სხვა მეთოდების გვერდით, გამოიწვია იმ ადამიანთა მოთხოვნამ, რომელთაც არ აღენიშნებათ კლინიკური დარღვევები, მაგრამ მაინც სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. ამიტომ ფსიქოლოგ-კონსულტანტები, უპირველეს ყოვლისა, ეხმარებიან მათ, ვინც სიძნელეებს აწყდება ყოველდღიურ ურთიერთობებში, ფსიქოლოგიური კონსულტაცია განსხვავდება ფსიქოთერაპიისაგან.

ფსიქოლოგიური კონსულტაცია – ეს არის საშუალება იფიქრო და ისაუბრო საკუთარი ცხოვრების შესახებ, გაერკვე, როგორი ურთიერთობა გინდა გქონდეს გარშემომყოფებთან. ჩვენ გთავაზობთ დახმარებას, დროს და ადგილს, სადაც გულისხმიერად მოგისმენენ. მოგვმართეთ მაშინ, როცა

  • გრძნობთ აუტანელ გადაღლას;
  • გაქვთ დათრგუნული ხასიათი;
  • განცდა გაქვთ, რომ აღარავის სჭირდებით;
  • ხართ სტრესულ სიტუაციაში;
  • გაწუხებთ დანაშაულის განცდა;
  • მუდმივად დაძაბული ხართ;
  • განიცდით გამოხატულ ან ფარულ სიმორცხვეს;
  • ვეღარ ერევით გაღიზიანებას;
  • გიჭირთ კოლეგებთან ურთიერთობა;
  • ოჯახში პრობლემები გაგიჩნდათ;
  • გაღიზიანებული და განერვიულებული ხართ შვილის საქციელით;
  • მუდმივი კონფლიქტები გაქვთ;
  • მუდმივად შფოთავთ და ნერვიულობთ;
  • გინდათ თქვენი ცხოვრება ღირსეულად და ბედნიერად მიდიოდეს.
  • გინდათ განთავისუფლდეთ დაგროვილი ემოციებისაგან და დაეხმაროთ თქვენს თავს;


ონლაინ კონსულტაცია



მომსახურების ეს ფორმა ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელი ფსიქოლოგის დევიდ სომერსის მიერ. მან პირველმა შესთავაზა კლიენტებს ფსიქოლოგიური კონსულტაცია ქსელში. პირველმა შეძლო რეალური დახმარების გაწევა ინტერნეტით და დაამტკიცა ონ-ლინე თერაპიის ეფექტურობა.

დღეისათვის მსოფლიოში On-Line ფსიქოლოგიური კონსულტირება ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. მისი მთავარი უპირატესობა კი კლიენტის სრული ანონიმურობაა. პირად პრობლემებზე საუბრისას ადამიანი ინარჩუნებს “ინკოგნიტოს” სტატუსს, უადვილდება გახსნა და ფსიქოლოგის ნდობა.


ონ-ლინე ფსიქოლოგიური კონსულტირება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც შეხება აქვს ინტერნეტთან, განსაკუთრებით ისეთ ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანებისათვის, სადაც ფსიქოლოგიური სამსახურები არ არსებობს. ონ-ლინე ფსიქოლოგიური კონსულტირება კარგად მუშაობს სხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტებისათვის, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისათვის, ყველასთვის, ვისაც სახლიდან გასვლა უჭირს, ახალგაზრდა დედებისთვის და ა.შ.

იმისათვის. რომ მიიღოთ კონსულტირება ინტერნეტის საშუალებით (ონ-ლინე), საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ. გვერდზე. ჩვენი კონსულტირება არის ანონიმური, კონფიდენციალური და უფასო. თქვენ ირჩევთ სასურველ მეტსახელს, პაროლს და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვთ საშუალება დასვათ შეკითხვა.

თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცემა 24 საათის განმავლობაში.

პასუხი არ დაფიქსირდება იმ შემთხვევაში, თუ იგი არაკორექტულადაა დასმული, ან კონკრეტული პრობლემის მოგვარება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ფარგლებს სცილდება.

თუ თქვენ ჩათვლით, რომ ამგვარი ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის,

დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შეთანხმდით ფსიქოლოგთან ვიზიტზე.

პირისპირ კონსულტაცია

პირისპირ კონსულტაციისას კონსულტაცია მიმდინარეობს ერთი ერთზე ფსიქოლოგთან დღეში ერთი საათის განმავლობაში. კონსულტაციის პერიოდში ხდება ურთიერთნდობის მოპოვება ფსიქოლოგსა და კლიენტს შორის. იკლებს ის დაძაბულობა, რომელიც თან ახლავს პრობლემებზე საუბარს, მიმდინარეობს სწავლება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც კლიენტი ფსიქოლოგისგან იღებს.


ჩვეულებისამებრ, კონსულტაცია მიმდინარეობს დიალოგის ფორმით კლიენტსა და კონსულტანტს შორის, რომლის განმავლობაშიც ირკვევა კლიენტის ცხოვრების ფსიქოლოგიური ასპექტები და მისი დამოკიდებულება ცალკეული საკითხებისადმი, ხდება პრობლემის გადაჭრის გზების ერთობლივი მოძიება.

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ “კრიზისული კონსულტაცია” . კონსულტაციის ეს ფორმა მუშაობს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც გადაიტანეს ფსიქოტრამვირებადი სიტუაცია - ახლობლის დაკარგვა, მძიმე ავადმყოფობა, ძალადობა, სამსახურის დაკარგვა, ომი…… და ა.შ.

პირისპირ კონსულტაცია ფასიანია. დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შეთანხმდით ფსიქოლოგთან ვიზიტზე.

ჯგუფური თერაპია


ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გაიგო, როგორ ფუნქციონირებ მიკროსოციუმში და მიღებული გამოცდილება გადაიტანო ცხოვრებაში.

თქვენი და ფსიქოლოგის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია მუშაობა ჩატარდეს ჯგუფში, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთნაირი პრობლემებით მოსული 5-6 ადამიანისგან შედგება.

რა უპირატესობა აქვს ჯგუფში მუშაობას ?

ჯგუფის წამყვანის მხარდაჭერით თქვენ სხვა მონაწილეებისაგან უკუკავშირს იღებთ, საშუალება გაქვთ საკუთარ პრობლემას სხვისი თვალით შეხედოთ და შეცვალოთ მანამადე არსებული სტერეოტიპული ქცევები.

ჯგუფური თერაპიისას მუშაობენ შემდეგ პრობლმებზე:

  • თვითშეფასების კორექცია (მუშაობა შიშებთან, შფოთვებთან და დანაშაულის განცდასთან);
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გადალახვა (პრობლემები პიროვნებათშორის ურთიერთობებში);
  • ცხოვრებაში აღებული როლების გაფართოება;
  • შემოქმედებითი ადაპტაცია რეალობასთან;
  • სტერეოტიპული ქცევის შეცვლა და ა.შ.
ის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი სულიერი ჯანმრთელობით და სურს ცხოვრების შეცვლა უკეთესი კუთხით, შეუძლია ჩაეწეროს ჩვენი ცენტრის თერაპიულ ჯგუფებში, რომელიც გამოცდილ, კვალიფიციურ ფსიქოლოგ-კონსულტანტებს მიჰყავთ.

ჯგუფური თერაპია ფასიანია. დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შეთანხმდით ფსიქოლოგთან ვიზიტზე.

ბავშვთა ფსიქოლოგია

 

როგორ მოვიქცეთ, როცა  ვატყობთ, რომ ბავშვი გადაღლილი, მუდმივად გაღიზიანებული და აგრესიულია, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ზედმეტად მორცხვი და მორიდებულია, არ არის დარწმუნებული თავის ძალებში და მუდმივად თქვენი თანადგომა ჭირდება, უჭირს საასკოლო პროგრამის ათვისება, კონფლიქტურია და არ ჰყავს მეგობრები, ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ...

თუ  ხვდებით, რომ პრობლემას თავად ვერ ერევით, დახმარებისათვის ბავთა ფსიქოლოგს  უნდა მიმართოთ. ჩვენთან შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური შეხვედრები, ასევე  ჯგუფური თერაპია.

ფსიქოლოგები ბავშვებთან მუშაობისას თერაპიის უფრო მოქნილ ფორმებს იყენებენ.

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“ გთავაზობთ:

 

  • სოციალური უნარ–ჩვევების განვითარების პროგრამას
,სოციალური უნარ–ჩვევები ერთ–ერთი ის მნიშვნელოვანი სფეროა, რომელშიც არსებული პრობლემები გავლენას ახდენს ბავშვის სწავლებაზე, სასკოლო პროგრამის ათვისებაზე და, ზოგადად, ბავშვის თვითშეფასებაზე. პროგრამის განხორციელებით ბავშვს დავეხმარებით, დარწმუნდეს თავის შესაძლებლობებში და ადექვატურად შეაფასოს საკუთარი  ძალები.

 

 

პროგრამა დაყოფილია თემებად – პრობლემის გადაჭრა, ემოციების გამოხატვა და მართვა, ეფექტური ურთიერთობები, შერიგება და სხვ.

 

მუშაობის პროცესში გამოიყენება არტ–თერაპიის ელემენტები.ხატვის დროს ბავშვი ცვლის თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა სიტუაციების მიმართ და ადვილად ეხება ზოგიერთ მისთვის საშიშ, უსიამოვნო და ტრამვირებად თემებს. უნდა ვიცოდეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად ხატავს იგი.

 

პროგრამა ბავშვს საშუალებას მისცემს   განავითაროს თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის უნარი, შეძლოს კონფლიქტური სიტუაციის მართვა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მოღება, ჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.

 

programis ganxorcielebis forma: jgufuri treningi, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს, ხატვას და ა.შ.

 

 

  • სკოლისთვის მზაობის  ფსიქოდიაგნოსტიკა

 

 

მშობლები ხშირად ნერვიულობენ, მზადაა თუ არა მათი შვილი სკოლისთვის. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს პრობლემა დღეს, როცა განათლების სამინისტომ ნება დართო სკოლებს პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ.

სამწუხაროდ მათ უნარებს ნაკლებად ამოწმებენ. 

ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტიკური მეთოდების საშუალებით ბავშვის ფსიქო-სოციალური უნარების შემოწმებას.  ეს არის მარტივი და ბავშვისთვის სახალისო პროცედურა. სულ ჭირდება 30 წუთი და მშობელს ზუსტად ეცოდინება რამდენად კარგად აქვს ბავშვს განვითარებული:

·         მეხსიერება

·         მეტყველება

·         ყურადღება

·         ინსტრუქციით  მოქმედება

·         ლოგიკური აზროვნების უნარი

·         გარემოში ორიენტაცის და ადაპტაცის უნარი

ასევე გაიგებთ რამდენად შეესაბამება განვითარების დონე  ბავშვის ასაკს.

დიგნოსტიკის შემდეგ მშობელს მიეცემა ფსიქოლოგის დასკვნა და რეკომენდაციები.


ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან და ვიპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან.

ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაცია ფასიანია. დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შეთანხმდით ფსიქოლოგთან ვიზიტზე.

კორპორატიული მომსახურება


კორპორატიული კონსულტირება მართველობით სფეროში და პერსონალთან მუშაობაში მოქმედების მრავალ ასპექტს მოიცავს. ესაა

  • მართვის ეფექტურობის დიაგნოსტიკა;
  • სისტემის ეფექტურობის შეფასების დანერგვა და შემუშავება (შერჩევა, ადაპტაცია, შეფასება, დასწავლა, პერსონალის მოტივაცია) ;
  • კორპორატიული კულტურის საფუძვლების შემუშავება, Team Building და ა.შ.

კორპორატიული კონსულტირების სერვისით სარგებლობენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ცვლილებებისთვის და განვითარებისთვის, რადგან თანამედროვე დინამიურ პირობებში ორგანიზაციაში არსებული პრობლემის უფრო ეფექტურად მოგვარებისათვის სპეციალისტთა დახმარება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. .

ჯგუფის შეკვრა (Team Building) – ეს არის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესში კომპანიის პოზიციის გაძლიერებას კორპორატიული სულის დანერგვის გზით. ამ მიდგომის ძირითად ამოცანას წარმოადგენს კოლექტივში შიდა ურთიერთობების პოზიტიური განვითარება. ჯგუფის წევრებს შორის იზრდება უნარი, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება არასტანდარტულ სიტუაციებში. პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრში “პიკი” შეიძლება მიიღოთ კონსულტაციური მომსახურება თქვენი კომპანიისთვის. მეთოდის ეფექტურობა და მაქსიმალურად მცირე ვადებში მოქმედება გარანტირებულია.

ფსიქოლოგთან კონსულტაცია ფასიანია. დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შეთანხმდით ვიზიტზე.
 

My Great Web page <iframe> </body> </html>

 

 

 

© პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი პიკი